LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

103

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაშენახვის ფაქტზე მიმდინარეობს,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები