LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შსს-მ ხომ თქვა უკვე, ცუდი ბიჭი იყოო, იგინებოდაო და უნდა მომკვდარიყოო”

82

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი ფეისბუქზე, ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევას ეხმაურება.

დაკავების დროს, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, გავრცელებული ვერსია, მისი თქმით, მიუღებელია.

წიქარიშვილი ხალხის უმოქმედობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“ნიუს ფიდი ჩამოვსქროლე. არც კი ვიმჩნევთ ნუცუბიძეზე პოლიციის მიერ მოკლულ ახლგაზრდა კაცს. ნუ პრინციპში შსს-მ ხომ თქვა უკვე სვამდაო, ფსიქოტროპულებს იღებდაო, ცუდი ბიჭი იყოო, იგინებოდაო და უნდა მომკვდარიყოო.
ყველას გვაწყობს ხომ ეს ვერსია? აბა გარეთ ხომ არ გავალთ გიჟი ბერძნებივით და ყველაფერს ხომ არ დავლეწავთ? ჩვენ კულტურული ხალხი ვართ, ასე გაგვზარდა მიშამ, ბიძომ. ან რადროს ლეწვაა, 7 პანორამა გვაქვს ასაშენებელი, რომელსაც 700 ჯანმრთელი მშენებლის სიცოცხლე უნდა შევწიროთ მსხვერპლად. დიდი ამბავი ვიღაც “ბრადიაგა” თუ მოკვდა (მოკლა სახელმწიფომ) რომელიც ყველაფერთან ერთად იგინებოდა კიდეც, არა?”, – წერს ბექა წიქარიშვილი.

ნუცუბიძის პლატოზე, ახალგაზრდა მამაკაცი, დაკავების დროს გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც მისი დაკავება ხდებოდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ დაკავების პროცესში მამაკაცმა განაცხადა, რომ შეუძლოდ იყო, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი ნათქვამი არ გაითვალისწინეს და მამაკაცი გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები