LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს მოადგილემ დაჭრილი სპეცრაზმელი მოინახულა

79

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თანამშრომლები თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა.

კახაბერ საბანაძე დაჭრილი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. მან განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე და მივუსამძიმრო მის ოჯახს. აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ ჩვენი დაჭრილი თანამშრომლების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ პოლიციელსა და სპეციალური დანაყოფის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში და მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა,“ – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები