LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შუმის“ საკოლექციო ვენახში რთველს ტურისტები დაესწრნენ

402

კახეთში, სოფელ წინანდალში, ღვინის კომპანია „შუმის“ საკოლექციო ვენახში, სადაც 400-ზე მეტი ვაზის ჯიშია წარმოდგენილი, რთველი გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველში მონაწილეობა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა და უცხოელმა ტურისტებმა მიიღეს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას და მის პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში.

„საკოლექციო ნაკვეთები, სადაც ხაზს ვუსვამთ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართული ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს და ქართული მეღვინეობის კულტურასა და ისტორიას. ეს რთველი, რომელსაც უამრავი უცხოელი დაესწრო, არის მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული მეღვინეობის შესახებ, რომ ჩვენ მართლაც გვაქვს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და გამორჩეული ტრადიცია“, – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

კომპანია „‘შუმის“ დირექტორის, აკაკი ცოფურაშვილის ინფორმაციით, საკოლექციო ვენახის გაშენება 2004 წლიდან დაიწყო და მასში წარმოდგენილია ვაზის 400-ზე მეტი სხვადასხვა ჯიში საქართველოს ყველა კუთხიდან.

ყურძნის კრეფის დასრულების შემდეგ, უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართა საინფორმაციო ტური ქართული ღვინის კულტურის, სამზარეულოსა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ, რაც მოიცავდა თონეში პურის ცხობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ქვევრის გახსნას და კომპანიის მუზეუმის დათვალიერებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები