LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცოცხლის ბოლოს ჰიტ ლეჯერი უბედური იყო

1518

დოკუმენტური ფილმის „მე ჰიტ ლეჯერი ვარ“ გამოსვლამდე, მსახიობის მეგობრებმა მის უკანასკნელ დღეებზე ისაუბრეს. ლეჯერთან დაახლოებული ადამიანები ყვებიან, რომ სიცოცხლის ბოლოს ის როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად იტანჯებოდა, განსაკუთრებით კი მიშელ უილიამსთან დაშორების შემდეგ, რომელთანაც მსახიობს ერთადერთი ქალიშვილი – მატილდა ჰყავდა.

მსახიობის დის, ქეითის თქმით, მას გამუდმებით ენატრებოდა ოჯახი, შვილი. ტკივილის დასაამებლად კი დამამშვიდებლებს ღებულობდა. 2008 წლის 22 იანვარს, 28 წლის ასაკში ლეჯერი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობმა ტკივილგამაყუჩებლებისა და ტრანკვილიზატორების კოქტეილი მიიღო, რამაც ორგანიზმის ინტოქსიკაცია და ბოლოს გარდაცვალება გამოიწვია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები