LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში ასადის წინააღმდეგ მებრძოლი პანკისელი მეთაური მოკლეს

81

სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ „კვირის პალიტრის“ ანალიტიკოსი ნინო ბურჭულაძე ავრცელებს.

ბურჭულაძის ინფორმაციით, სირიაში, ჰამასის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი, იგივე სალაჰაუდინ ალ შიშანი დაიღუპა. ის სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა.

„კუშტანაშვილი თავის დროზე იყო თარხან ბათირაშვილის მიერ შექმნილი დაჯგუფების, ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის, წევრი, ხოლო ბათირაშვილის ხალიფატში გადასვლის შემდეგ, მისი მეთაური. საბოლოოდ, მან ეს დაჯგუფება კონფლიქტის გამო დატოვა, თუმცა ასადის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. ბოლოს ის დიდი სამხედრო ოპოზიციური გაერთიანება „ჰაიატ ტახრირ ალ შამის“ რიგებში იბრძოდა. ეს გაერთიანება „ფრონტი ან ნუსრას“ ბაზაზე შეიქმნა და კუშტანაშვილი მისი ერთ-ერთი გავლენიანი საველე მეთაური იყო,“ – აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

კუშტანაშვილი ლაფანყურის ჯგუფის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრია, რომელიც ჯგუფში ნიღბით იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები