LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა – OPCW

130

2018 წლის 4 თებერვალს, სირიის ქალაქ სარაქიბში საბრძოლო მიზნებით, მომწამლავი ქლორის გამოყენება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) დაადასტურა.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბალონებიდან ქლორი გააფრქვიეს მექანიკური ზემოქმედების შედეგად. ორგანიზაციის ექსპერტებმა დასკვნა მომწამლავი ნივთიერების შემცველი ორი ბალონის და ადგილზე აღებული სინჯების შესწავლის საფუძველზე გამოიტანეს. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მისი ამოცანაა, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების დადგენა და არა დამნაშავის გამოვლენა.

გაეროს სპეციალური კომისიის ექსპერტების დასკვნით, ბოლო 6 წლის განმავლობაში სირიაში ქიმიური იარაღი სულ მცირე 30-ჯერ გამოიყენეს, მათგან 27-ჯერ სამთავრობო ძალებმა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო 2017 წელს, „ზარინის“ შემცველი ჭურვებით ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვა, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშინ, ასადის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი რუსეთი ირწმუნებოდნენ, რომ ავიადარტყმისას ბომბი მოხვდა საწყობს, სადაც ინახებოდა მეამბოხეთა მიერ დამზადებული, ქიმიური ნივთიერებების შემცველი საბრძოლო მასალები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები