LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სისხლი დაღვარონ, ვიღაც ჩინოვნიკის გამო?!” – ზაზა სარალიძის ემოციური კამათი ეკა ბესელიასთან [ვიდეო]

56

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიასთან საუბრისას, აღელდა და პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა.

სარალიძეს გამოძიების მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს და აცხადებს, რომ პროკურორები შეურაცხყოფას აყენებენ.

„ბატონმა, ირაკლი შოთაძემ, როდესაც განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, ზუსტად ორ საათში გააკეთა განაცხადება ზვიად ფხაკაძემ, ჩემი საქმის პროკურორმა, რომ ბატონი გენერალური პროკურორი მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად, ნებისმიერ ადამიანთან თანდასწრებითო. მივიყვანე ნებისმიერი ადამიანი – ჩემი უფლებადამცველები და არ შეგვიშვა ბატონმა შოთაძემ და ახლა ითხოვს ხელახლა შეხვედრას?“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძემ კიდევ ერთხელ ახსენა მისი შვილის მეგობრები, რომლებსაც მისი თქმით, შურისძიება სურთ. მისი თქმით, ამის გაკეთება დაუშვებელია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩინოვნიკს დანაშაულის აღიარება არ სურს.

„ჩემი შვილის უკან დგას ჩემი შვილის მეგობრები, რომლებსაც უნდათ, რომ სისხლი დაღვარონ, დავაღვრევინოთ? ვის გამო, ვიღაც ჩინოვნიკის გამო, რომელიც ნათლად ჩანს, რა დანაშაული ჩაიდინა. რატომ არის დაკავებული თენგიზ კალანდია, გამცეს პასუხი პირდაპირ, ესეც არასრულწლოვანი ხომ არ არის? თუ თენგიზ კალანდია ბრალდებულია, რატომ არის მირზა სუბელიანი გარეთ, რომელიც შეხვდა ბრალდებულს და ძალიან კარგად იცის ყველაფერი,“ – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები