LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვისი ვალის გამო, შესაძლოა თქვენი ავტომობილი დააყადაღონ

102

ხშირად მოქალაქეები ავტომანქანის ნასყიდობის საფასური გადახდისა და მისი მფლობელობაში მიღების შემდგომ, საჭიროდ არ მიიჩნევენ სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში საკუთრების უფლების დამატებით რეგისტრაციას.

არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილის შემძენს გადახდილი აქვს შესაბამისი საფასური, მფლობელობაში აქვს ავტომობილი, თუმცა მესაკუთრედ მარეგისტრირებელ ორგანოში კვლავ რეგისტრირებულია თავდაპირველი მესაკუთრე.

ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინოთ ავტომობილის შეძენისას.

ავტომობილის შეძენისას, აუცილებელია განახორციელოთ ავტომანქანაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში, რომ თავიდან აირიდოთძველი მესაკუთრის ვალდებულებების გამო თქვენი ნივთის დაყადაღება, რეალიზაცია.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ძველ მესაკუთრეზე რეგისტრირებულ ავტომობილს ყადაღა ედება მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში. რითაც უკანონოდ ილახება ახალი მესაკუთრის ინტერესები, ვინაიდან მას ეზღუდება შეძენილი ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობა.

თუ ავტომობილის ძველ მეპატრონე ირიცხება მოვალეთა სიაში, სრულიად შესაძლებელია. მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა, რომელსაც ახალი მფლობელი ჰყავს, სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენელმა დააყადაღოს. მსგავს შემთხვევაში მანქანის ახალ მფლობელს სასამართლოში დავა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები