LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში პლანშეტებსა და ტელეფონებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ გამოვიყენოთ განათლებისთვის – მიხეილ ბატიაშვილი

62

„ერთ-ერთი მიმართულება ციფრული სკოლის კონცეფციაა, რომელზეც გავაკეთებ მნიშვნელოვან აქცენტს,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც გაფართოებული კომიტეტების სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ციფრული სკოლის კონცეფცია გულისხმობს ყველანაირი ელექტრონული და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას, სადაც მოქცეული იქნება, საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე საინფორმაციო სხვადასხვა ცოდნის წყაროები, რომელშიც იგულისხმება, როგორც ტექსტუალური მასალები, ვიდეომასალები, სხვადასხვა განმავითარებელი პროგრამა და ა. შ.

„ჩვენ თუ გვინდა, სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შედეგზე იქნება ორიენტირებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ითამაშოს ტექნოლოგიებმა. ციფრული სკოლის კონცეფცია, ეს უნდა იყოს იდეალური სკოლის კონცეფცია, სადაც წვდომა ექნება ნებისმიერ ადამიანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ციფრული სტილის კონცეფცია გავხადოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მოემსახურება ჩვენი სკოლების ხარისხობრივი ნაწილის გაძლიერებას. ბავშვები რამდენიმე წლის განმავლობაში იმდენად ჩართულები ამ ტექნოლოგიებში, დაწყებული მობილური ტელეფონებით, პლანშეტებით და ასე შემდეგ, რატომ არ გამოვიყენოთ ეს საშუალებები, რათა ეს საგანმანათლებლო კონტენტში გადავიტანოთ და ეს პლატფორმები გამოვიყენოთ განათლებისთვის. დღეს რაზეც გვინდა ვთქვათ უარი და არ მოგვწონდეს, ეს ის დროა, როდესაც ჩვენ რეალურად ამას ვერ გავაჩერებთ. ჩვენ ამას კი არ უნდა ვებრძოლოთ, ეს ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ, გამოვიყენოთ ცოდნისთვის განვითარებისთვის და ა.შ.” – განაცხადა ბატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები