LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკვერები გაუქმებული რკინიგზის ნაცვლად?

153

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან ქალაქგარეთ გადავა.

ამის შესახებ “ფორტუნა“ გენ.გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებელსა და დირექტორს, არქიტექტორ მამუკა სალუქვაძეს ესაუბრა.

როგორც მამუკა სალუქვაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, დედაქალაქის მერიასთან რკინიგზის მონაკვეთის გადატანის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ფაქტობრივად, მიღწეულია თუმცა, რკინიგზის ალტერნატიულ მდებარეობაზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ახლა მზადდება რკინიგზის ალტერნატიული მარშუტი. ჯერჯერობით, არ არის დაზუსტებული თბილისის ზღვაზე გაივლის, თუ სადმე სხვაგან. რკინიგზა რომ უნდა აიღონ, ამაზე პრინციპში შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ეს ყველაფერი დამტკიცებული არ არის“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

გამოთავისუფლებულ 80 ჰექტარამდე რკინიგზის ტერიტორიაზე კი, განაშენების რეგულირების გეგმის საერათაშორისო კონკურსი გამოცხადდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთია“სითი ინსტიტუტი საქართველოს“ რეკომენდაცია.

გარდა ამისა, გენ. გეგმის მოთხოვნაა, რომ რეკრეაციასა და გამწვანებას ამ ტერიტორიის ნახევარი მაინც დაეთმოს.

 „არ უნდა მოხდეს ცალ–ცალკე ნაკვეთებად ამ ტერიტორიის დანაწევრება და ისევ არასწორი განვითარება, როგორც აქამდე ხდებოდა. ეს ტერიტორია ერთიან მასშტაბში უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა სალუქვძემ.

მისი თქმით, ამ ტერიტორიის განაშენენიანების ერთიანი გეგმა უნდა მოიცავდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროს განვითარებასაც, რისი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორიც სწორედ რკინიგზა იყო.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთავრობის მიერ წამოწყებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი იყო.

2013 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც პროექტის ფარგლებში 213 მილიონი აშშ დოლარი – პროექტის ღირებულების 65% უკვე დახარჯული იყო, ახალმა მთავრობამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიწუნა და შეაჩერა. თბილისის შემოვლითი რკინიგზა განსხვავებული მოდიფიკაციებით აშენდება.

თბილისის – კომპაქტური, მწვანე და კარგად დაკავშირებული ქალაქი. ეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის მთავარი მიზანია. დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს.

თამთა უთურგაშვილი

 

პოპულალურები