LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური დახმარების მიღებაზე საქართველოს 610 335 მოქალაქეს ეთქვა უარი

77

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციალურად დაუცველი ერთიანი ბაზის მონაცემთა შესწავლის შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს ცდება.

სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, საქართველოში რეგისტრირებული მოსახლეობის 3 729 638 მილიონი მოქალაქიდან, ერთ მილიონამდე მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი – 500,833 პირი სარგებლობს.

ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია სოციალური დახმარების მღებაზე უარის თქმის სტატისტიკა, რაც ერთიანობაში საკმაოდ მაღალია.

2014-1017 წლებში, მთლიანობაში, სხვადასხვა მიზეზით, სოციალური დახმარების მიღებაზე საქართველოს 610 335 მოქალაქეს ეთქვა უარი.  უარის თქმის მიზეზი ძირითად შემთხვევებში ხდება: შეუსაბამოდ მაღალი სარეიტინგი ქულა, ოჯახის მითითებულ მისამართზე არ ცხოვრების საკითხი, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება ან გაყოფა, ოჯახის წევრებთან და უფლებამოსილ წარმომადგენლებთან დაკავშირების პრობლემა.

2014-2017 წლებში, მათ შორის სოციალურად დაუცველთა შემწეობაზე მიღებაზე უარის თქმის საფუძველი – 260 შემთხვევაში ოჯახის ერთ-ერთი წევრის პატიმრობა გახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც დასახელებულ პერიოდში შეუწყდათ სოციალური დახმარება – აღნიშნულ პირთა რაოდენობამ 333 939 პირი შეადგინა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლებთან ერთად, მზარდია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, ისევე, როგორც მზარდია საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა ოდენობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები