LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

85

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციიით, გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრი 68 წლის მიშა პეტრიაშვილი გუშინ გაიტაცეს. მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე საქონელს მწყემსამდა, რა დროსაც გატაცება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები