LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ ურთაში მგელების შემოსევაა

69

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთას მგლები შეესივნენ. ადგილობრივების განცხადებით,  ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მგელმა 20 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ურთის რწმუნებულს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ურთის მცხოვრებლები დახმარებასა და მგელზე სანადირო ლიცენზიას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, წელს სოფელ ურთაში მგლების შემოსევა რამდენჯერმე დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები