LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელი საქართველო-სომხეთის საზღვართან, სადაც არც მაღაზიაა, არც აფთიაქი და არც ტრანსპორტი დადის (ფოტო)

506

ქეთი კოტოლაშვილი ავრცელებს ფოტოს სოფელ გუგუთიდან, რომელიც სომხეთის საზღვართან მდებარეობს. როგორც ის აღწერს, სიტუაცია იქ უმძიმესია. სოფელში არა რის არც მაღაზია და არც აფთიაქი, ასევე არ დადის ტრანსპორტი.

გთავაზობთ პოსტს სრულად:

„საშუალო სტატისტიკური სახლი სოფელ გუგუთიდან, უკიდურეს საქართველოში, სომხეთის საზღვართან.  ერთ დროს მჭიდროდ დასახლებულ სოფელში ამჟამად ორმოცდაათამდე კომლი ცხოვრობს. სოფელში არაა არც მაღაზია, არც აფთიაქი. და არც ტრანსპორტი. წარმოგიდგენიათ, რომელიმე ქალაქამდე რომ ჩააღწიონ (დმანისი, ბოლნისი), სომხეთის მარშრუტკას სტეფანავანი – თბილისს მიყვებიან. და თუ სომხეთიდანვე სავსე გადმოვიდა, ელოდებიან შემდეგს, რომელიც მეორე და მესამე დღეს მოდის. ონკოლოგიური ავადმყოფი გვესაუბრა, მინიმუმ სამი დღე უნდა გავითვალისწინო, აქედან თბილისში რომ ჩავაღწიოო.

სკოლა არის, მაგრამ ბავშვები აღარ არიან სოფელში, სულ ორიოდე ახალგაზრდა ოჯახი და რამდენიმე ბავშვია. მთელი სოფელი ნანგრევებით და მიტოვებული სახლებითაა სავსე. არც გაზია და არც გზა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები