LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის ექიმის მომსახურება 10 ათასზე მეტ ადამიანს არასრულად მიეწოდება

64

სოფლის ექიმის მომსახურება 10,000-ზე მეტ ადამიანს არასრულად მიეწოდება,- ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის ანგარიშში, რომელიც მედიის წარმომადგენლებს დღეს გააცნეს.

”კონკრეტული კრიტერიუმი, თუ რა რაოდენობის მოსახლეობას უნდა ემსახურებდოეს სოფლის ექიმი დადგენილი არ არის. არსებობს გარკვეული სტანდარტი – 2006 წლის პირველადი ჯანდაცვის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ერთი სოფლის ექიმი და ექთანი ერთი თვის განმავლობაში უნდა ემსახურებოდეს 1000-2000 მოსახლეს. აუდიტის შედეგად კი გამოვლინდა, რომ 57 ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის რაოდენობა ერთ სოფლის ექიმზე აღემატება 2500-ს, რაც ქმნის ხელმისაწვდომობის პრობლემას” – განაცხადეს აუდიტის სამსახურში.

გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულში არ არსებობს სოფლის ექიმი და ხელმისაწვდომია მხოლოდ ექთნის მომსახურება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, ჯადაცვის სამინისტრომ ხელი შეუწყოს მაღალმთიანი და ექიმის გარეშე მყოფი სოფლებისთვის საკმარისი/შესაბამისი კადრის მოძიებას დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ან და სხვა მექანიზმებით. ამასთან, სამედიცინო პერსონალის ოპტიმალურად განაწილების მიზნით, შემუშავდეს და დადგინდეს დემოგრაფიულ-გეოგრაფიული კრიტერიუმები ტერიტორიული ერთეულებისთვის მოსახლეობის აღწერის ახალ მონაცემებზე დაყრდნობით.

აუდიტის მიზანი იყო შეეფასებინა რამდენად უზრუნველყოფდა სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურება პირველადი ჯანდაცვის რგოლის პროდუქტიულობას სოფლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები