LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სარჯველაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

341
ჯანდაცვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა.

მხარეებმა, თავშესაფრის მაძიებლებისთვის, ლტოლვილებისთვის, მოქალაქეობის არ მქონე პირების საინტეგრაციო მხარდაჭერასა და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს დევნილთა პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობები და დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.

მინისტრის განცხადებით, დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებითა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა დევნილთა საკითხების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

პოპულალურები