LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე მიშა სააკაშვილზე: „ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს პრეზიდენტს ასე ექცევიან…“

158

სოფო ნიჟარაძემ „იბერიას“ ეთერში, გიორგი გასვიანთან სტუმრობისას, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. სოფო ამბობს, რომ პოლიტიკაზე იშვიათად საუბრობს, თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვიტა საკუთარი აზრის გამოთქმა.

„რა თქმა უნდა, მე არ ვარ პოლიტიკური შემფასებელი და ექსპერტი, მაგრამ შემიძლია მოქალაქეობრივი პოზიცია დაფავიქსირო. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს პრეზიდენტს, და გვინდა თუ არა, ის ყველას გვეკვეთება, ასე ექცევიან.ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ძალადობრივი ქმედება, რაც ცუდია უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც. გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კრიმინალური და ბნელი ქვეყნისგან გააკეთეს კარგი ქვეყანა… სხვათა შორის, არასდროს მისაუბრია პოლიტიკაზე და ზოგადად, არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა არსებობს მოვლენები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გამოეხმაურო, როგორც შენი ქვეყნის ერთ-ერთი გულშემატკივარი და მოქალაქე…

ეს ძალიან დიდი პოლიტიკური პროცესია, რასაც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვადევნებ თვალს ამდენი ხნის განმავლობაში. არ მაქვს უფლება, ჩემი დასკვნები ვაკეთო, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ეს არის პოლიტიკური ოპონენტის დევნა, რომ არ მიეცეს უფლება პოლიტიკური მოღვაწეობის. უფრო ჩახედული ამ საკითხში არ ვარ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები… ძალიან საინტერესო და დაძაბულია…“

კითხვაზე, რატომ გაქრა მთავარი სცენიდან მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, სოფომ უპასუხა:

„ხელისუფლებას ჰქონდა დამოკიდებულება, რომ დისტანცია დაეკავებინა იმ ადამიანებთან, ვინც რაღაცნაირად, მათი აზრით, უკავშირდებოდა წინა ხელისუფლებას. დისტანცირება კი არა, ეს იყო სრული დაბლოკვა. ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას – არა. ძალიან დიდ მომღერლებზე ამბობენ, კარგია, მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებაო. არც ვცდილობ, რომ ყველას მოვწონდე. ასე აღვიქვამდი, რომ ვიყავი დაბლოკილი, მაგრამ არა უშავდა… პირდაპირ ვიტყვი, რუსა მორჩილაძე განმერიდა, როცა კულტურის სამსახურში დაინიშნა, რომ ალბათ, პრობლემები არ შექმნოდა, აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის პრობლემა…“

გიორგი გასვიანის ინფორმაციით, სოფო ნიჟარაძეს საახალწლო კონცერტში მონაწილეობა შესთავაზეს მას შემდეგ, რაც მერად კახი კალაძე მოვიდა.

„ჯერჯერობით გაურკვეველია ჩემი გეგმები ახალ წელთან დააკვშირებით. არ მსურს, პოზაში ჩავდგე, რომ ან არ მინდა, ან ვირჩევ. ახალი წელი სახალხო ზეიმია. მე არ ვმღერი ხელისუფლებებისთვის და მერიის თანამშრომლებისთვის, მე ვმღერი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მივესალმები ამ შეთავაზებას. წინასწარ მქონდა დაგეგმილი, ხშირად დავდივარ გასტროლებით სხვა ქვეყნებში. ასეთი გასტროლი მქონდა დაგეგმილი საახალწლოდ და ჯერ გაურკვეველია, დავთანხმდები თუ არა. სურვილი ნამდვილად მაქვს, რომ ჩემს ხალხს ვუმღერო“, აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები