LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოლიდარობის ფონდმა” 427 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობა-დიაგნოსტიკა დააფინანსა

82

“სოლიდარობის ფონდმა” საქმიანობის რიგით 25-ე პერიოდული ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის თანახმად, ფონდმა 427 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა, 173 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 254 შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდა, როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის,  თურქეთისა და აშშ-ს  კლინიკებში.

ფონდში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ფონდის ირგვლივ გაერთიანებულია ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყების თანამშრომელი, 72 ორგანიზაცია, მათ შორის 58 კერძო კომპანია და ათიათასობით მოქალაქე.

“თქვენი ჩართულობით შესაძლებელი გახდა სოლიდარობის ფონდში 11 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება. მიღწეული შედეგების მიუხედავად, ფონდში მომართვიანობის პროგრესულად მზარდი მაჩვენებლის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ მეტი მხარდაჭერა თანხების მობილიზაციის კუთხით, რადგან უწყვეტ რეჟიმში შევძლოთ ყველა ბენეფიციარის მხარდაჭერა,” – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები