LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის მოქალაქეები სადგურზე ყალბ “ოქროს ზოდებს” ყიდდნენ

58

სომხეთის მოქალაქეები სადგურის მოედნის მიმდებარედ, ე.წ. ოქროს ბირჟის მიმდებარე ტერიტორიაზე ყალბ “ოქროს ზოდებს” ყიდდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც სხვადასხვა ლითონის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100-გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ.

”პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა. რკინიგზის სადგურზე არსებული „ოქროს ბირჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები ყალბ ოქროს ზოდებს ყიდდნენ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. პოლიციამ ყალბი ოქროს ერთი ზოდი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აცხადებენ შსს- ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები