LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა

100

სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ კარენ კარაპეტიანის პრესმდივანმა არამ არარატიანმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, მათი შეხვედრა პრესისთვის ღია უნდა ყოფილიყო.

„კარენ კარაპეტიანი თავის აზრზე რჩება. ჟურნალისტების წინაშე მოლაპარაკებები უშედეგო იქნება“, – განაცხადა არარატიანმა.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ერევანში აქციები 29 აპრილს განახლდება.

„ერევანში აქციები ორი დღით შეწყდება, რათა ჩვენს აქტივისტებს დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მიეცეს. 27 აპრილს ჩვენ გიუმრიში, 28 აპრილს კი ვანაძორში ჩავდივართ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები