LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SoS მოწამლული ჰაერი – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იგეგმება

64

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, 22 სექტემბერს მოქალაქეთა ნაწილი აქციის გამართვას გეგმავს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოში დაბინძურებული ჰაერის გამო, ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული უფლება ირღვევა.

ისინი ითხოვენ, ტექდათვალიერების გამკაცრებას, საჯარო ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავის შემოწმებას და მშენებლობების შეფუთვას.

აქცია 17 საათზეა დაგეგმილი.

აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო ორგანოებს სთხოვენ წარადგინონ გეგმა, რა ბერკეტებით განახორციელებენ, ჰაერის დაბინძურების კომპლექსური მიზეზების აღმოფხვრას.

“საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამინის უფლებაა “ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი”. შესაბამისად, 22 სექტემბერს 17:00 საათზე, კანცელარიის წინ (ინგოროყვას ქ. N7) დაგეგმილ აქციაზე ვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები
  • დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს საჯარო ტრანსპორტი – მოხდეს ყვითელი ავტობუსების და ე.წ. სამარშრუტო ტაქსების გამართული ტრანსპორტით ჩანაცვლება (ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან თუმცა ნათელია, რომ აღნიშნული პრაქტიკაში არ ხორციელდება)
  • დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდეს და დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტის არსებობის შემთხვევაში მოხდეს საწვავის სწრაფად ჩანაცვლება.
  • მოხდეს მშენებლობების შეფუთვა დადგენილი წესის შესაბამისად

წარდგენილი კანონიერი მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ვთხოვთ, წარმოგვიდგინონ კონკრეტული გეგმა თუ როგორ და რა ბერკეტებით განახორციელებენ ჰაერის დაბინძურების კომპლექსური მიზეზების უმოკლეს ვადებში აღმოფხვრა,” – ნათქვამია პოსტის აღწერაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები