LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ცრუობენ

103

პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა იცრუა და ის კვლავ ინარჩუნებს თანამდებობას.

„მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს და გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ასევე ვისაუბრებ საქმის ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

დღეს პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ილია მეორის ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ ოხანაშვილი საპატრიარქოში აღარ უნახავს.

ამასთან, სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოხანაშვილი გადადგა.

”მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მგონი გადადგა. არ ვარ თბილისში, ახლა მოვდივარ. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მოხდა მთელი შემადგენლობით დაცვის შეცვლა”,- განაცხადა მეუფე დიმიტრიმ, რომელიც, ოხანაშვილის სიმამრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები