LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ოხანაშვილი პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ აღარ უნახავთ

343

პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში აღარ უნახავთ.

ჟურნალისტების კითხვაზე – გათავისუფლდა თუ არა ოხანაშვილი თანამდებობიდან,  საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მას დიდი ხანია დაცვის უფროსი აღარ უნახავს.

„სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები