LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა მთხოვა პატრიარქს გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ: პატრიარქის მდივანი

1812
1

“მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ მის უწმინდოდესობას გადავცე – სამკერდზე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს ჯვარი დაუბრუნონ.” – ამის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პატრიარქის მდივნმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში პატრიარქის მდივანი მივიდა

როგორც მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, სააკაშვილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა და დეკანოზს სთხოვა გადასცეს, რომ მას პატივს სცემს:

“მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა გადავეცი. ასევე გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით. ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა. მთხოვა გადავცე, რომ მას პატივის სცემს და მოვიკითხო. რაც შეეხება შიმშილობასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მას მიღებული აქვს და არ აპირებს რომ შეცვალოს გადაწყვეტილება. მან მთხოვა მის უწმინდოდესობას გადავცე, რომ სამკერდზე ჯვარი არ აქვს და იქნებ ეს ჯვარი დაუბრუნონ.” – თქვა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი რამდენიმე საათის წინ მივიდა. დეკანოზმა ციხეში შესვლამდე აღნიშნა, რომ საპატიმროში შესვლასთან დაკავშირებით პატრიარქის კურთხევა ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები