LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური ფასები მხოლოდ ერთ დღეს – თბილისში „შოფ–ფესტი“ გაიმართება

251

“ბია”–ს ბიზნეს ფორუმის „საქართველოს ეკონომიკა: გამოწვევები და პერსპექტივები“ ფარგლებში  20 მარტს, “შოფ-ფესტი” გაიმართება.

„შოფ– ფესტის“ მიზანია წლის განმავლობაში ტრადიციად აქციოს ერთი დღე, როდესაც საქართველოში არსებული ბიზნესები შეძლებენ ექსკლუზიური პირობებითა და ფასით ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვას.

შოფ–ფესტზე დასწრება და შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვინც 10:00სთ–დან-18:00სთ–მდე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მივა.

„შოფ–ფესტში“ მონაწილე კომპანიებია:

 

KING DAVID

მხოლოდ შოფ-ფესტის სტუმრებს ექნებათ საშუალება King David-ის სასტუმროს ტიპის კომპლექსში ნებისმიერი აპარტამენტი შეიძინონ 10 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით, რაც მთავარია პირველადი შენატანის გარეშე. ნებისმიერი აპარტამენტის ერთიანი გადახდით შეძენისას კი ისარგებლონ 10%-იან ფასდაკლებით. King David-ის პრემიუმ კლასის აპარტამენტების საცხოვრებელი ფართი 70 კვ.მ-დან იწყება. აპარტამენტები განსხვავდება როგორც ფართის, ასევე ხედის მიხედვით. 1 კვ.მ-ის ფასი კი 1500$-დან იწყება. www.kdr.ge

 

Alliance Group Leasing

ალიანს ჯგუფი ლიზინგი წარმოადგენს ექსკლუზიურ შეთავაზებას მხოლოდ ფორუმის დღეს, კერძოდ ავტომანქანა Range Rover Evoque ლიზინგით, თანამონაწილობის, საკომისიოსა და პროცენტის გარეშე. შეთავაზება ძალაშია მხოლოდ ფორუმის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას აქვს უნიკალური შანსი მართოს ახალი მანქანა ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გარეშე. www.agl.ge

 

Belle Vue Batumi Residence

შოფ–ფესტის ფარგლებში Belle Vue Batumi Residence მონაწილეებსა და დამსწრეებს სთავაზობს უპრეცენდენტო შეთავაზებას: აპარტამენტის მფლობელებისთვის საკუთრებაში გადასცემს $18 000-ის ღირებულების დაცულ და კეთილმოწყობილ მიწის ქვეშა სადგომს. ამავე ფესტივალის ფარგლებში, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსსა და 5*-იანი Hilton Batumi Hotel-ს შორის მდებარე შოპინგ პოდიუმზე, დაინტერესებული პირები მიიღებენ 50%-იან ფასდაკლებას კომერციული ფართის იჯარაზე. www.bellevuebatumi.com 

 

SILKNET

კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ შემოთავაზება სილქნეტის შემდეგ პროდუქტებზე: მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, DSL ინტერნეტი, ინტერაქტიული ტელევიზია „SILK TV”, მრავლფეროვანი ფუნქციებით, ასევე სხვა დამატებითი სერვისები, როგორიცაა: ტელეფონი, 4G LTE ინტერნეტი, ვებ-ჰოსთინგი, კოლოკაციის სერვისი, VPN ვირტუალური კერძო ქსელი. www.silknet.com

 

Orient Logic

ორიენტ ლოჯიკი წარმოგიდგენთ მცირე და საშუალო სამუშაო ჯგუფებისთვის მონოქრომულ მოწყობილობებს თითქმის 50%–იანი ფასდაკლებით: პრინტერს Epson WorkForce Pro WF-M5190DW და მრავალფუნქციურ მოწყობილობას Epson WorkForce Pro WF-M5690DWF . ეს მსოფლიოში ერთადერთი ჭავლური მონოქრომული მოწყობილობებია ფართო ფუნქციონალური შესაძლებლობებით და მომსახურების დაბალი ღირებულებით www.ol.ge

 

MEGA TECHNICA

შოფ-ფესტ-ზე წარმოდგენილი იქნება ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, მეგატექნიკა, რომელიც შოფ–ფესტის სტუმრებს შესთავაზებს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე საოფისე ტექნიკას. ონლაინ მაღაზიიდან ნებისმიერი პროდუქციის პრეზენტაცია მოხდება და შესაძლებელი იქნება შეძენა ადგილზე უფასო მიწოდებით. დაინტერესებულ პირებს მეგატექნიკა შესთავაზებს კორპორატიულ ფასდაკლებას. www.megatechnica.ge

Bia

სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს სტუმრებს. ექსკლუზიურ შეთავაზებას წვდომის პაკეტზე, იმეილ მარკეტინგის მომსახურებაზე, მარკეტინგულ სიაზე, სარეკლამო შესაძლებლობებსა და სხვა ნებისმიერ ბიას პროდუქტზე. www.bia.ge

პოპულალურები