LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპარაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – აფეთქებულია ორი ბინა

42

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთ-ერთი შენობის მესამე სართულზე შეიარაღებული პირები იმყოფებიან, რომლებსაც ტერორიზმთან აქვთ კავშირი. ამ წუთებშიც ადგილზე ისმის სროლის ხმა.

ამ წუთებში, მესამე სართულზე, სადაც შეიარაღებული პირები იმყოფებიან, ხანძრია. ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც, რომელმაც რამდენიმე წუთში ტერიტორია დატოვა. ცნობილია, რომ აღნიშნულ კორპუსში აფეთქებულია ორი ბინა.

უცნობია, მოხერხდა თუ არა შეიარაღებული პირების დაკავება. ცნობილია, რომ აღნიშნული პირები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

იმ ტერიტორიაზე სადაც მიმდინარეობს სპეცოპერაცია მდებარეობს სკოლა, სადაც სწავლა არის შეწყვეტილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები