LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია ერთი პირი

46

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი.

ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებული ირანის მოქალაქეა, რომელსაც ასევე ირანელი, ფულის სანაცვლოდ, უნდა მოეკლა.

ამ ინფორმაციას შსს-ში უკვე ადასტურებენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ა.პ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით.

ჩადენილი დანაშაული ისჯება 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის 1981 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში, ა.პ.-მ კონკრეტულ პირს, იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მიიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა.

“გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა მომზადების ეტაპზე იყო. სხვა დეტალებზე კი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები