LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

33

სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ორი პირი სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. სპეცოპერაცია აგლაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „მეგალაინთან“ ჩატარდა. დაკავებულები პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ორი პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი მანქანით აგლაძის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ.

სპეცოპერაციის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. უწყებაში დეტალებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარალელურად სპეცოპერაცია კიდევ სხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები