LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ამალ კლუნი შესაშურად გამოიყურება

106

ჯორჯ და ამალ კლუნები მშობლები დაახლოებით 2 თვის წინ გახდნენ. მას შემდეგ ვარსკვლავები პაპარაცებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს, თუმცა ამჯერად მათი კადრში მოხვედრა აქამდე უჩვეულო ფორმაში მოხდა. ვარსკვლავები იტალიაში, კომოს ტბასთან შორიახლოს, ჩოგბურთელთა ფორმაში გამოწყობილები გადაიღეს.

59 წლის მსახიობი დაღლილი გამოიყურებოდა, რაც შეეხება მის 39 წლის მეუღლეს, როგორც ჩანს, ამალს ფორმაში ჩასადგომად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. ცნობილი ადვოკატი შესაშურად კარგად გამოიყურებოდა მოკლე სპორტულ ქვედა ბოლოში.

შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანისთვის ტყუპები პირველი შვილები არიან. სპეციალურად ამ აღსანიშნავი ფაქტისთვის, ჯორჯიც და ამალიც დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან და მთელს დროს პატარებთან ატარებენ, თუმცა არც განმარტოება ავიწყდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები