LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სქესთა შორის თანასწორობის საკითხის განხილვას დამცინავი დამოკიდებულება მოჰყვა – საია

83

სქესთა შორის თანასწორობის საკითხის განხილვას საკონსტიტუციო წევრების მხრიდან დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება მოჰყვა – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  იურისტმა ირმა პავლიაშვილმა განაცხადა.

28 არასამთავრობო ორგანიზაცია საკონტიტუციო კომისიას ქვეყნის უმაღლეს კანონში  ქალთა, ბავშვთა,  შშმ პირთა და  სხვადასხვა უმცირესობათა  ჯგუფების უფლებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს და კომისიის მუშაობაში მოწყვლად ჯგუფებთან მომუშავე პროფილური ორგანიზაციების ჩართვას ითხოვენ.

”ქვეყნის მთავარ კანონში ფორმალური თანსწორობის არსებითი თანასწორობით შეცვლა უნდა მოხდე,ს რაც გულისხმობს, მაგალითად , არჩევნებში ქალთა სავალდებულო კვოტირებას , ასევე სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფების სოციალურ -ეკონომიკური და კულტურული ჩართულობის გაზრდას ქვეყნის ცხოვრებაში,” -განაცხადა ირმა პავლიაშვილმა

არასამთავრობო ორგანიზაციები აქცენთს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზეც აკეთებენ და საკონსტიტუციო გარანტიების არარსებობას უსვამენ ხაზს.

”მაშინ როცა ქვეყანაში ბავშვთა ტრეფიკინგის უმძიმესი პრობლემა არსებობს და  მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობა, ქვეყნის უმაღლეს კანონში ამ პრობლემების მოსაგვარებლად  არაფერი იწერება”- ამბობს ორგანიზაცია ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი  ანა აბაშიძე.

ქვეყნის კონსიტუციაში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესების მაქსიმალურად ასახვის მიზნით ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან კონსულტაციების გამართაავზე მზადყოფნას გამოთქვამენ.

 

                                                                                                                                                                                                                                                                 თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები