LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა ინგლისის პარლამენტთან – არიან დაჭრილები

41

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან სროლა იყო, არიან დაშავებულებიც.

„ბიბისის“  ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 2 ადამიანი. ამავე დროს, სხვა წყაროები ამბობენ, რომ სროლის შედეგად 6-დან 10 ადამიანამდე დაშავდა.

თემთა პალატის თავმჯდომარე დევიდ ლიდინგტონმა დეპუტატებს განუცხადა, რომ თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელს ესროლა. ამ დროისთვის კანონმდებლებს მიეცათ მითითება, ადგილებზე დარჩნენ.

დეპუტატებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები