LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტადიონები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატს მიიღებენ. ფანტასტიურად გამოიყურება (ფოტო)

133

მალე რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. სანკტ-პეტერბურგში მაგარი სტადიონი ააშენეს, „ლუჟნიკებიც“ მშვენივრად გადააკეთეს, მაგრამ არის ადგილები, სადაც მშენებლობა ჯერ არც დაუმთავრებიათ და წკიპზე არიან. მოკლედ, საბჭოთა სკოლის გადმონაშთია. ამასობაში ულტრაარენებს აგებენ ყატარში, სადაც მომდევნო, 2022 წლის მუნდიალი უნდა გაიმართოს.

 

2022 წელს სტადიონ „ხალიფას“ 46 წელი შეუსრულდება. ყატარის ნაკრების საშინაო არენას რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარეს და 2017 წლის მაისში თავიდან გახსნეს.

 

ყატარის ფონდის სტადიონი 45 ათას მაყურებელზეა გათვლილი – ალბათ ყველაზე დიდი ბრილიანტი მსოფლიო ისტორიაში. მუნდიალის შემდეგ არენა უდიდესი საგანმანათლებო კომპლექსის ნაწილი გახდება.

 

ამ სახით და ამ პეიზაჟით „რას აბუ აბუდს“ მხოლოდ ჩემპიონატის დროს ნახავთ. იგი დემონტაჟს დაექვემდებარება და სადღაც სხვა ადგილზე აღმოჩნდება.

 

სტადიონი „ალ თუმამა“ – პირველი არენა, რომელიც თავად ყატარელების მიერ არის დაპროექტებული. ტურნირის შემდეგ არენას დაშლიან და მის ადგილზე სასტუმროს ააშენებენ ხედით მოედანზე.

 

სტადიონი „ალ ბაითი“ 60 ათას მაყურებელს დაიტევს. ის ერთ-ერთ ნახევარფინალს უმაპინძლებს.

 

სტადიონი „ახმედა ბენ ალი“ მაგრად გამოიცვლება – ადგილები 44 ათასამდე გაიზრდება და ყველა დაბურული იქნება.

 

სტადიონი „ალ ვაკრა“ – საინტერესო დიზაინისაა. მომავალში აქ მრავალფუნქციონალური სპორტული კომპლექსი იგეგმება.

 

86 ათასიანი ლუსაილის სტადიონი გახსნის მატჩსა და ფინალს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები