LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტადიონზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც კინოში

58

რუსეთის ჩემპიონატი ზამთრის არდადაგებზე გავიდა. ბოლო თამაშებში აშკარად მოუმატა საქართველო ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას „კრილია სოვეტოვმა“. ბოლო შეხვედრაში სამარელებმა ”კრასნოდარის” წინააღმდეგ სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშეს. რუსული მედია ”კრილია სოვეტოვის” ქართველ გოლკიპერ გიორგი ლორიას ესაუბრა.
პირველ ტაიმში ყველაფერი უკეთ გამოგვდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი მეორე ტაიმში გავიტანეთ. შემდეგ კი დაცვაზე და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავედით. საერთო ჯამში, ცუდი შეხვედრა არ იყო.

”სპარტაკის” განადგურებამ როგორ იმოქმედა თქვენზე? იმოქმედა თუ არა იმ გამარჯვებამ დადებითად ”კრასნოდართან” მატჩის წინ?

ჩემი აზრით, ამან გუნდზე პოზიტიურად იმოქმედა და ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა შემატა, მით უმეტეს, ეს ”სპარტკთან” გამარჯვება იყო.

თქვენ ასეთი დონის სტადიონებზე ხშირად არ გიწევთ თამაში. მსგავს არენაზე თამაშს პლუსი უფრო მეტი აქვს თუ მინუსი? იქნებ ნერვიულობის მომენტი გქონდათ?

ვიტყვი, რომ ეს შესანიშნავი სტადიონია. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც კინოთეატრში. ასეთ არენებზე სამწუხაროდ იშვიათად ვთამაშობთ, იმიტომ რომ ჩვენი საშინაო მოედანი ასეთი დონის არ არის, თუმცა რუსეთში მსგავსი არენები იშვიათობას უკვე აღარ წარმოადგენს და ეს ძალიან კარგია. ”კრასნოდარის” სტადიონზე თამაში კიდევ უფრო სასიამოვნოა.

”კრილია სოვეტოვი” არდადეგებზე ოპტიმალურ ფორმაში მიემგზავრება?

არა. ჩემი აზრით, ჩვენ უკეთაც შეგვიძლია თამაში. ნათელია, რომ მოვუმატეთ. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენს მეკარეთა მწვრთნელს, რომელიც გუნდიდან მიდის, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისათვის. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ გაცილებით უკეთ ავთამაშდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები