LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

France Football-მა ისტორიაში საუკეთესო მეკარეები დაასახელა

2309202-48082810-2560-1440

France Football-მა ისტორიაში საუკეთესო მეკარედ ლევ იაშინი აღიარა, ჯიჯი ბუფონი მხოლოდ მეოთხეა.

ფრანგულმა გამოცემამ ასე გადაწყვიტა და საბჭოთა მეკარე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლკიპერად მიიჩნია.

იაშინის გარდა ათეულში მოხვდნენ (მეათე ადგილიდან მოყოლებული მეორემდე):

პიტერ შილტონი (ინგლისი), ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია), იკერ კასილიასი (ესპანეთი), ზეპ მაიერი (გფრ), პიტერ შმეიხელი (დანია), მანუელ ნოიერი (გერმანია), ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია), დინო ძოფი (იტალია) და გორდონ ბენქსი (ინგლისი).

იაშინი ერთადერთი მეკარეა, რომელსაც „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული.

ამ რეიტინგის შექმნა მიეძღვნა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონ გორდონ ბენქსს, რომელიც 12 თებერვალს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები