LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე რიგით მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

100

UG Startup Factory-მ 15 სექტემბრიდან სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე რიგით მეორე ნაკადის მიღება დაიწყო. პროგრამა განკუთვნილია იდეის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ შექმნან სრულიად ახალი, ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება და შესთავაზონ ის გლობალურ ბაზარს.

პროგრამის მონაწილეებს ექნებათ წვდომა საინვესტიციო ფონდთან, საიდანაც მოხდება საინტერესო სტარტაპების დაფინანსება აქსელერაციის შემდგომ.

პროგრამა გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მონაწილეები გაივლიან შემდეგ ეტაპებს:

  • იდეის ვალიდაცია და ტესტირება;
  • გუნდის ფორმირება;
  • ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება;
  • MVP-ზე მუშაობა;;
  • მომზადება ინვესტორებთან გასაუბრებისთვის;
  • დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.

პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან:

  • მუდმივი სამუშაო სივრცით UG Startup Factory-ის საერთო სამუშაო სივრცეში;
  • მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ პროტოტიპირებას (ფაბლაბი, მობილური აპლიკაციების ლაბორატორია, ელექტროინჟინერიის ლაბორატორია და სხვა);
  • მენტორებითა და გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტებით;

აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში შეირჩევა 10 სტარტაპი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტარტაპებს ჩაუტარდებათ:

  • OFFICE HOURS – შეხვედრები წარმატებულ სტარტაპებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით;
  • ტრენინგები და კონსულტაციები მათ საჭიროებაზე მორგებულ თემებზე;
  • მოსამზადებელი პროგრამა ინვესტორებთან შეხვედრისთვის;
  • ყოველკვირეული რეპორტინგისა და ბრეინშთორმინგის სესიები Startup Factory-ის გუნდთან.

სააქსელერაციო პერიოდი: 05/10/2018 – 05/12/2018, რეგისტრაციის ბოლო ვადა – 29 სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები