LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტატისტიკა: რა თხოვნით რეკავენ ყველაზე ხშირად 112-ში

166

რა თხოვნით რეკავენ ყველაზე ხშირად მოქალაქეები 112- ში – გამოძახებებთან დაკავშირებით ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი თბილისსა და რეგიონებში არსებულ სტატისტიკას აქვეყნებს.

როგორც მონაცემებით ირკვევა, 112-ში ყველაზე მეტი შეტყობინება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოთხოვნით შევიდა. ამასთან, გამოძახების შემთხვევები ყოველწლიურად რეგიონში იზრდება.

2013 წელთან შედარებით, 2017 წელს თითქმის 3-ჯერ გაიზარდა რეგიონებში 112-ით საპატრულო პოლიციის გამოძახების რაოდენობა.

რაც შეეხება შემცირებას, 112-ით სახანძრო/სამაშველოს გამოძახების რაოდენობა თბილისში  ბოლო წლებში შემცირდა, რეგიონებში კი გაიზარდა.

კერძოდ, 2017 წელს 112-ში 1 653 995 შეტყობინება სასწრაფ დახმარების მოთხოვნით შევიდა, 391 478 შეტყობინება საპატრულო პოლიციის, 114 054 შეტყობინება კი სახანძროს მოთხოვნით შევიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები