LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა

82

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. მეორე დაღუპული კი რუსეთის მოქალაქეა.

რაც შეეხება დაშავებულებს, რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, 9 დაშავებულიდან 7 რუსეთის, 2 კი – საქართველოს მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

პოპულალურები