LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მცირე 5 გარდაცვლილი – სტამბოლში ვერტმფრენი სატელევიზიო ანძას შეეჯახა

33

სტამბოლის გარეუბანში ვერტმფრენი ჩამოვარდა, ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. ვერტმფრენში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილია ხუთი მათგანი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და პოლიცია.

ბრიტანული „ინდეფენდენთი“ კი წერს, რომ ძლიერი ნისლის გამო ვერტმფრენი სატელევიზიო ანძას შეეჯახა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები