LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტამბოლში EMITT 2024-ზე გაეცნენ

130
სტამბოლი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – EMITT 2024 მიიღო მონაწილეობა.

გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს სტენდთან სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობოდნენ.

გამოფენის ფარგლებში, თურქეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები გაიმართა თურქ ტუროპერატორებთან, მოეწყო პრეზენტაცია და საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება.

სამდღიან გამოფენას, რომელსაც წელს 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 595 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია, ასევე, 150-ზე მეტი ტუროპერატორი ესწრებოდა.