LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სული მეწვის“ – გარდაცვლილი სპეცრაზმელის მეუღლის ემოციური პოსტი

81

22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ტერორისტების წინააღმდეგ ქართველი სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირა. ივანე გოლაშვილის მიღებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. სპეცრაზმელის გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობს…

ივანე გოლაშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

თამარ ხელაია წერს:

„ჩემი ქმარი გმირი იყო, მან თავისი სამშობლოსათვის თავი შესწირა, თავისი ხალხისთვის თავი შესწირა, მისი საყვარელი ცოლ-შვილი ობლად დაგვტოვა, მე სული მეწვის, საუკეთესო მეუღლე და მამა იყო, ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც მას უნდოდა, ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში, მისი შვილები მაძლიერებენ, მე მისი იმედი მაქვს, სასუფევლიდანაც მიხედავს თავის შვილებს… მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“.

პოპულალურები