LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულხან წულაძე თავისუფალია

455

სულხან წულაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. სულხან წულაძის ძმის, გიორგი წულაძის განცხადებით, სასამართლომ მიიღო სულხან წულაძის ადვოკატების შუამდგომლობა აღმკვეთის ღონისძიების, პატიმრობის 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე. “აღმკვეთი შეეცვალა, გირაოთი გამოვიდა, ექსპერტიზის დასკვნაში, დანაშაულის ნიშნები არ იყო. კოტაქტები საეჭვო არ არის, მოსამართლე დაეთანხმა და სულხანი გაუშვეს” – აცხადებს “ფორტუნასთან” გიორგი წულაძე.
11 აპრილს სულხან წულაძემ, თბილისის ფორუმზე სახუმარო თემა გახსნა, სადაც ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ წერდა. 12 აპრილს იგი სამართალდამცველებმა დააკავეს. სულხან წულაძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები