LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადასტურდა თუ არა საქართველოში ფრინველის გრიპის შემთხვევა?

175
gg_w_h

“სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არ ფიქ­სირ­დე­ბა,“ – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბა გან­მარ­ტავს, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, ცხო­ველ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვებს, მათ შო­რის ფრინ­ვე­ლის გრიპ­ზე. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არ აღი­ნიშ­ნე­ბა.

“საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება ⤵️

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ინფექციური დაავადების ეჭვის ან გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, რათა სააგენტომ ბიზნესოპერატორთან ერთად, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს. ამ ეტაპზე სააგენტოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლებთან კომუნიკაციასა და მონიტორინგს.”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები