LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურამსა და ყვარელში ახალი სასტუმროები აშენდება

144

სურამსა და ყვარელში ჩასულ დამსვენებლებს უახლოეს მომავალში ახალი სასტუმროები უმასპინძლებს.

სურამში 1259 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 275 ათასი ლარად გაიყიდა. ლოტი გასაყიდად “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ” გამოიტანა. ობიექტის საწყისი ფასი 32 ათასი ლარი იყო, ბიჯების რაოდენობამ  კი 243 შეადგინა. საბოლოო ჯამში, აუქციონში შპს ”სურამი პალასმა” გაიმარჯვა, რომელიც სასტუმროს 26 მაისის ქუჩაზე ააშენებს.

რაც შეეხება ყვარელს, აქ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1027 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაყიდა. საპრივატიზაციო თანხამ 293 ათასი. ადგილზე 8-ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა.

”ბოლო დროს საქართველოში დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების საგრძნობმა მატებამ  კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ინვესტორებს სურამსა და ყვარელში არსებული სახელმწიფო ქონება შესთავაზა.

ელექტრონული აუქციონების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულებმა სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღეს”, – აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მიღებული შემოსავალი სულ უფრო იზრდება. დღეისათვის გაყიდულია 26 927 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები