LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორია აუქციონზე იყიდება

114

სურამში ყოფილი სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორია აუქციონზე იყიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შესთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარება.

ამჯერად პროექტის ფარგლებში ელექტრონულ აუქციონზე დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადის“ ტერიტორია იყიდება. უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და წარმოადგენს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 890 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/510614

შეგახსენებთ, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, დღეის მდგომარეობით გაყიდულია 50 423 001ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 98 500 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები