LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 25 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

66
stockmarket

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 75 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.427 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  9.346 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები