LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი ცხინვალის რეგიონში ოკუპაციის ხაზის გადმოწევას ადასტურებს

85

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ ოკუპაციის ხაზის გადმოწევის გამო, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე“.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 11 ივლისს დანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები