LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი მზადაა, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფის წინაშე წარსდგეს – ირაკლი სესიაშვილი

37

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

“ვისაუბრეთ, მათ შორის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მე მინდა დავადასტურო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, წარდგეს პარლამენტის წინაშე, ნდობის ჯგუფის წინაშე და გააცნოს პირველადი ინფორმაცია ჩატარებული ოპერაციის და მოვლენის შესახებ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება თარიღს, როდის და რა ფორმით, მისი თქმით, ამას საზოგადოებას მოგვიანებით, მას შემდეგ შეატყობინებენ, რაც სუს-ს დადასტურებული ინფორმაცია ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები