LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი ქართველი ჯარისკაცის გატაცებას არ ადასტურებს

68

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ქართველი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრიდან გაიტაცეს, არ დადასტურდა.

როგორც “სუს”-ში “ფორტუნას” განუცხადეს, 2008 წლის ომის მონაწილე ჯარისკაცი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამ დროისთვის ის გორში, გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გატაცების შესახებ სოციალურ ქსელში ბესო ქათამაძემ გაავრცელა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჯარისკაცი გუშინ საღამოს გაიტაცეს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ქათამაძის პოსტი ამ დროისთვის “ფეისბუქიდან” წაშლილია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები