LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სვეტიცხოვლობა” – მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ხვალ ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება

105

„სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს, 7 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთაში შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავატომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით, შემოვლითი გზიდან.

მცხეთაში მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

დღესასწაულის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცხეთაში სრულად აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები